суббота, 15 ноября 2014 г.

ხათუნა მახათაძის პროექტის პორტფოლიო

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს საბოლოოდ დავასრულეთ პროექტზე მუშაობა. დავარედაქტირეთ ჩვენი ნამუშევრები და ავტვირთეთ ბლოგზე. ვისწავლე ბევრი საინტერესო რამ. ბევრ, ჩემთვის საინტერესო და ბუნდოვან კითხვას გავეცი პასუხი. ბატონი გიორგი  თავდაუზოგავად შრომობდა და მისმა შრომამ შედეგი გამოიღო. ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენინგით.

воскресенье, 9 ноября 2014 г.

მერვე დღის რეფლექსია

დღეს თითქმის დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. ვიმუშავეთ სწავლების სტრატეგიებზე, ჩამოვაყალიბეთ დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიები. განვსაზღვრეთ სასწავლო თემისათვის საჭირო მასალები. საერთო ჯამში საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო. მიხარია რომ ამდენი რესურსი გვაქვს, რომელშიც ყველა კითხვაზე ვიპოვით პასუხს.

суббота, 8 ноября 2014 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

ძალიან საინტერესო დღე იყო. ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე და სასწავლო პროცედურებზე.ბევრი ვიმსჯელეთ,ერთმანეთს  საინტერესო იდეები გავუზიარეთ.დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ. 

суббота, 1 ноября 2014 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს გეგმის საკმაოდ საინტერესო მონაკვეთზე ვიმუშავეთ. მართალია ცოტა მიჭირს,  მაგრამ ვცდილობ შევძლო. ვიმუშავეთ შეფასების სქემებზე. მინდა უკეთ დავხვეწო გეგმის ეს ნაწილი.