суббота, 15 ноября 2014 г.
მეცხრე დღის რეფლექსია
დღეს საბოლოოდ დავასრულეთ პროექტზე მუშაობა. დავარედაქტირეთ ჩვენი ნამუშევრები და ავტვირთეთ ბლოგზე. ვისწავლე ბევრი საინტერესო რამ. ბევრ, ჩემთვის საინტერესო და ბუნდოვან კითხვას გავეცი პასუხი. ბატონი გიორგი თავდაუზოგავად შრომობდა და მისმა შრომამ შედეგი გამოიღო. ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენინგით.
воскресенье, 9 ноября 2014 г.
მერვე დღის რეფლექსია
დღეს თითქმის დავასრულეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა. ვიმუშავეთ სწავლების სტრატეგიებზე, ჩამოვაყალიბეთ დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიები. განვსაზღვრეთ სასწავლო თემისათვის საჭირო მასალები. საერთო ჯამში საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო. მიხარია რომ ამდენი რესურსი გვაქვს, რომელშიც ყველა კითხვაზე ვიპოვით პასუხს.
суббота, 8 ноября 2014 г.
მეშვიდე დღის რეფლექსია
ძალიან საინტერესო დღე იყო. ვიმუშავეთ პრეზენტაციაზე და სასწავლო პროცედურებზე.ბევრი ვიმსჯელეთ,ერთმანეთს საინტერესო იდეები გავუზიარეთ.დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ.
суббота, 1 ноября 2014 г.
მეხუთე დღის რეფლექსია
დღეს გეგმის საკმაოდ საინტერესო მონაკვეთზე ვიმუშავეთ. მართალია ცოტა მიჭირს, მაგრამ ვცდილობ შევძლო. ვიმუშავეთ შეფასების სქემებზე. მინდა უკეთ დავხვეწო გეგმის ეს ნაწილი.
воскресенье, 26 октября 2014 г.
მეოთხე დღის რეფლექსია
ძალიან დავიღალე. დღეს საკმაოდ ნაყოფიერად ვიმუშავეთ. ძალიან საინტერესო ტრენინგია. ბევრ კითხვაზე ვიპოვე პასუხი. ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გავუზიარეთ გამოცდილებები.ერთობლივად ვიმსჯელეთ გარკვეულ საკითხებზე. დიდი მადლობა ტრენერს, რომ გვიძლებს.
суббота, 25 октября 2014 г.
მესამე დღის რეფლექსია
საკმაოდ საინტერესო დღე იყო.მასალა საკმაოდ რთულია, მაგრამ ბატონი გიორგი ძალას და ენერგიას არ იშურებს, ჩვენც ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობთ ყველაფერს.დღეს პროექტის გეგმაზე ვიმუშავეთ.ძალიან საინტერესო იყო. დიდი მადლობა ბატონ გიორგის.
пятница, 24 октября 2014 г.
პირველი მოდულის რეფლექსია
პირველი დღე გაცნობით დავიწყეთ.ტრენერი საკმაოდ კომუნიკაბელური პიროვნებაა.ტრენინგის დასაწყისში ბატონმა გიორგიმ გაგვაცნო ინტელის კურსის მთავარი მიზანი.კიდევ ერთხელ აგვიხსნა პროექტის, როგორც მნიშვნელოვანი სასწავლო აქტივობის როლი სასწავლო პროცესში.ტრენინგის პირველი და მეორე დღე საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
Подписаться на:
Сообщения (Atom)